Thumbnail
  • ბრაზილია 3:0 სამხრეთ კორეა
  • 1:0 პაკეტა (9), 2:0 კოუტინიო (36), 3:0 დანილო (60)

ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი აბუ დაბიში გამართა. ''სელესაოს'' მეტოქე სამხრეთ კორეა იყო, რომელსაც ბრაზილიელებმა 3:0 მოუგეს. ბრაზილიას კოპა ამერიკის შემდეგ თამაში მოგებული არ ჰქონდა, თან წინა შეხვედრაში არგენტინასთან წააგო, რის გამოც ეს მატჩი ტიტეს და მის ნაკრებს აუცილებლად მოსაგები ჰქონდათ.

ბრაზილიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. რენან ლოდის გადაცემით ლუკას პაკეტამ გაიტანა და რივალდოს კრიტიკას, მის 10-ნომრიან მაისურთან დაკავშირებით, ასე უპასუხა.

ბრაზილიამ მე-2 გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა. ფილიპე კოუტინიომ ჯარიმით გამოიჩინა თავი, ხოლო მატჩის ბოლო გოლი დანილოს ანგარიშზეა, რომელმაც პაკეტას მსგავსად, რენან ლოდის გადაცემით გაიტანა.

ბრაზილიას კოპა ამერიკის მოგების შემდეგ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ტიტეს ნაკრებმა 3 მატჩი ფრედ დაასრულა და ორ შეხვედრაში დამარცხდა.

ბრაზილია (4-4-2): ალისონი - დანილო, მარკინიოსი, ლოდი (ემერსონი 88), მილიტაო - არტური (დულას ლუიზი 80), ლუკას პაკეტა (ფირმინო 84), კოუტინიო, ფაბინიო - ჟესუსი (როდრიგო 88), რიშარლისონი

ბრაზილია 3:0 სამხრეთ კორეა

ბრაზილია 3:0 სამხრეთ კორეა | სელესაომ კოპა ამერიკის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები