Thumbnail

ბევრი ცვლილება სასტარტოში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხორვატიასთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 📅 19 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ ხორვატია V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ხორვატიაში ტესტ-მატჩს გამართავს
  • გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

21:00-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩი დაიწყება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ხორვატიის ნაკრებს სტუმრად, ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშება. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ვაისმა ხორვატიასთან ტესტ-მატჩისთვის, ძირითადში ბევრი ფეხბურთელი შეცვალა. კარს ამჯერად მაკარიძე იცავს. ძირითად შემადგენლობაშია დინამო ბათუმის ორი ფეხბურთელი - გიორგი ნავალოვსკი და ჯაბა ჯიღაური. ერთადერთი ცენტრფორვარდი ამჯერად ელგუჯა ლობჯანიძეა.

ხორვატია V საქართველო | სასტარტო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ბარტოლეცი, იედვაი, შკორიჩი, მელნიაკი - პაშალიჩი, ბადელი - რებიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - ორშიჩი.

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი - აბურჯანია, გვილია - პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჯიღაური - ე. ლობჯანიძე.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
📸 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი მაინც აქვს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონის მოგების გამო პლეი ოფშია და 26 მარტს, ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს უმასპინძლებს. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას, ან კოსოვოს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები