Thumbnail
  • გოგა ბითაძე NBA Rookie Watch-ის მორიგ მიმოხილვაში
  • როცა ბითაძე მოედანზე იყო, ბრუკლინის მაღლებს ფარქვეშ შესვლა უჭირდათ

გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსში მცირე ტრავმის შემდეგ კარგად თამაშობს, მან თავისი წვლილი შეიტანა ბრუკლინთან სტუმრად 115:86 გამარჯვებაში. გოგას ანგარიშზე 4 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება იყო. 

UPROXX-ის NBA Rookie Watch-ის მორიგ მიმოხილვაში გოგა ბითაძე ახალბედების TOP 10-ში ვერ მოხვდა, თუმცა ქართველი ცენტრი 4-კაციან დამატებით სიაშია: 

გოგა ბითაძე (9 თამაში) საშუალოდ 6.3 ქულას; 4.3 მოხსნას; 1.3 პასსა და 1.8 დაფარებას აკეთებს. 

გოგა ბრუკლინთან გამარჯვების შემდეგ

"თუ ისეთ კალათბურთელებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც წუთობრივად ყველაზე კარგად ეხმარებიან გუნდს, გოგა ბითაძე უნდა გამოვარჩიოთ. ბითაძე რომ სხვა გუნდში იყოს, ის უკეთ დაეხმარებოდა მას. რას ვიზამთ, ასეთია ზოგიერთი დებიუტანტის ბედი", - წერს გამოცემა.

მართლაც, ინდიანაში ცენტრის პოზიციაზე ორი ვარსკვლავური მაღალი ჰყავთ - სასტარტოში დომანტას საბონისი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იწყებს, ცენტრზე კი მაილს ტერნერი. ამასთან, საბონისს თავისუფლად შეუძლია ცენტრზე თამაში. გამოდის, რომ როცა ეს ორი კალათბურთელი ჯანმრთელადაა, გოგას თავის გამოსაჩენად საშუალოდ 15-20 წუთი რჩება.

20 წლის ცენტრი ამ დროშიც ახერხებს პოზიტივების შეტანას ინდიანას თამაშში. ბრუკლინთან, როცა მოედანზე იყო, მეტოქის კალათბურთელებს ფარქვეშ შესვლა უჭირდათ - ბითაძემ 2-ჯერ დააფარა, 7-ჯერ კი ფოლის გარეშე ისე ითამაშა დაცვაში, რომ მეტოქემ ბურთი კალათს ააცილა. სხვათა შორის, გოგა ტოპათეულშია იმ მოთამაშეთა შორის, ვის წინააღმდეგაც თამაშისას მეტოქეებს ფარქვეშ სროლის ყველაზე ცუდი პროცენტი აქვთ. 

ბრუკლინთან ჩაჭრა გოგასთვის პირველი იყო ამერიკულ კარიერაში. 

ახალბედების TOP 10

1. ჯა მორანტი
2. ბრენდონ კლარკი
3. პი ჯეი ვაშინგტონი
4. კენდრიკ ნანი
5. ერიკ პასკალი
6. არ ჯეი ბარეტი
7. ტალერ ჰერო
8. რუი ჰაჩიმურა
9. კობი უაითი
10. ჯექსონ ჰეიესი

Honorable Mentions

გოგა ბითაძე
დარიუს გერლანდი
დეანდრე ჰანტერი
კამერონ ჯონსონი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები