Thumbnail
  • ბრუკლინ ნეტსი 86:115 ინდიანა პეისერსი
  • ქართველმა ცენტრმა თამაში 4 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა
  • ნეიტ მაკმილანის გუნდმა 14 შეხვედრაში მე-8 მოგება მიითვალა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სამაშო დღეს სტუმრად ბრუკლინ ნეტსი დამაჯერებლად დაამარცხა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. პეისერსის გამარჯვებაში თავის წვლილი 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები ბრკლინთან

ბრუკლინის Barclays Center-ში თამაში მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა, თუმცა პეისერსმა ტი ჯეი უორენის კარგი თამაშის წყალობით, პირველი მეოთხედის ბოლოსკენ შეძლო ანგარიშის გათანაბრება (18:18), მეორეში კი მეტოქეს შანსი აღარ მისცა, 41 ქულა ჩაუგდო და დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 59:35. შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი აქ გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ მეორე პერიოდის სტარტზე სტუმართა გაქცევას სათავე, შეტევაში გოგა ბითაძის მოხსნამ და ჩატენვამ დაუდო.

დიდი შესვენების შემდეგ პეისერსმა თავს მოდუნების შესაძლებლობა მისცა. ბრუკლინმა მესამე მეოთხედი 8 ქულის უპირატესობით მოიგო (33:25) და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 84:68 იყო.

ბრუკლინისთვის ეს მაქსიმუმი იყო, ინდიანას მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია, ბოლო მეოთხედი კი ფორმალობად იქცა - 31:18. საბოლოოდ კი ტაბლოზე სტუმართა 29-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 115:86.    

გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჯამში კი მოედანზე 16:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გოგამ 4-იდან 2 2-ქულიანი ჩააგდო, თითო 3-ქულიანი და საჯარიმო კი არაზუსტად ტყორცნა. 20 წლის ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე 2 ბლოკ-შოტი და 1 ჩაჭრაა, მისი პლუს-მინუს მაჩვენებელი 22 იყო, რაც მეორე შედეგია მისი თანაგუნდელის, დაგ მაკდერმოტის (35) შემდეგ.

აარონ ჰოლიდეიმ 7-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო

სტუმრებს ძმებმა ულიდერეს - აარონ ჰოლიდეიმ 24 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, ჯასტინ ჰოლიდეიმ კი - 20 ქულა, 4 მოხსნა. 19 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა პეისერსს ტი ჯეი უორენი. აარონის მსგავსად, ორმაგი დუბლით გამოირჩა ლიეტუველი დომანტას საბონისიც (16 ქულა, 18 მოხსნა).

📺 ბრუკლინი 86:115 ინდიანა (ჰაილაითები)

ამ გამარჯვების შემდეგ ინდიანა პეისერსს14 მატჩში 8 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ორლანდო მეჯიკთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები