Thumbnail
  • 19 ნოემბერი (04:30): ბრუკლინი V ინდიანა
  • გოგა ბითაძე მატჩისთვის ჩვეულებრივად ემზადება

19 ნოემბერს ინდიანა პეისერსი ბრუკლინ ნეტს ესტუმრება. ეს თამაში თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება. სხვებთან ერთად შეხვედრისთვის გოგა ბითაძეც ემზადება, რომელიც დაუბრუნდა პეისერსს და ზედიზედ ორი მატჩიც გამართა. 

ამ შეხვედრისთვის ინდიანა პეისერსის ლიტველი მძიმე ფორვარდ (ცენტრი) დომანტას საბონისის თამაში საეჭვოა. მას ბარძაყზე სისხლჩაქცევები აქვს და უახლოეს საათებში გაირკვევა, შეძლებს თუ არა საბონისი თამაშს.

კვლავ ვერ თამაშობენ: ვიქტორ ოლადიპო, ედმონდ სამნერი და მალკოლმ ბროგდონი; საეჭვო იყო - ჯერემი ლემბის და ტი ჯეი მაკონელის თამაშია, მაგრამ ბოლოს მათი თამაში გამოირიცხა.

თუ საბონისი ვერ ითამაშებს, გოგას წუთები გაეზრდება, როგორც ძირითადი ცენტრის, მაილს ტერნერის შემცვლელს. 

კომენტარები

ბოლო ამბები