Thumbnail

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო – ასაკეცი მხოლოდ მე-2 იარუსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სკამები ლურჯი ფერისა და უმაღლესი ხარისხის გახლავთ
  • მალე მინდვრის საფარის დაგების პროცესიც აიღებს სტარტს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ერთ-ერთი ის ეტაპი დაიწყო, რომელსაც ქართველი ქომაგი ყველაზე მეტად ელოდა: საუბარია ინდივიდუალურის სკამების მონტაჟზე.

სკამები ლურჯი ფერისაა, უმაღლესი ხარისხის მატერიალის გახლავთ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. თითოეული სკამი ანტივანდალური, ცეცხლმედეგი და მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ასაკეცი სკამები სტადიონის მხოლოდ მეორე იარუსზე დამონტაჟდება, პირველი იარუსი კი სტაციონალური სკამებით შეივსება.

შეგახსენებთ, რომ მალევე მცირე სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დაიწყება, გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი კი უკვე დასრულდა.

ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, არსებული ტემპიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს გაცილებით ადრე მოხდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

სკამების მონტაჟი ბათუმის სტადიონზე

სკამების მონტაჟი ბათუმის სტადიონზე

სკამების მონტაჟი ბათუმის სტადიონზე

სკამების მონტაჟი ბათუმის სტადიონზე

სკამების მონტაჟი ბათუმის სტადიონზე

კომენტარები

ბოლო ამბები