Thumbnail

ხელბურთი | მედეა ჩოხელის 10 გოლი ჩრდ. მაკედონიის ჩემპიონატში

  • ქართველი ხელბურთელი ჩრდ. მაკედონიის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს 
  • მედეა ჩოხელის გუნდი, კუმანოვო ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატის ლიდერთა მატჩში კუმანოვომ 38-27 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს მეტალურგი. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა.

მედეა ჩოხელის გოლები

მედეა ჩოხელის 10 გოლი მეტალურგთან

ჩოხელის 10 გოლი ჩემპიონთან მატჩში მაკედონიის ქალთა ჩემპიონატის ლიდერთა მატჩში კუმანოვომ 38-27 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს მეტალურგი. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა. მეტი: https://www.geohandball.ge/2099

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

ამ მატჩამდე ორივე გუნდი 9-9 მოგებით მივიდა. კუმანოვო წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, ჩოხელი კი გუნდში სეზონის წინ, პელისტერიდან გადავიდა. ქართველი ხაზის მოთამაშე პირველივე წუთებიდან საუკეთესო იყო, სწორედ მან გაიტანა კუმანოვოს პირველი 4 გოლი, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, მი თანაგუნდელებს გაეხსნათ ხელ-ფეხი.

კუმანოვომ ტაიმი დიდი უპირატესობით მოიგო: 20-8, მეორე ტაიმში კიდევ უფრო დაწინაურდა (24-8), ბოლოში კი მეტალურგმა სხვაობა ოდნავ შეამცირა. ჩოხელს მეორე ტაიმის შუაში ცხრა დარტყმიდან 9 გოლი ჰქონდა გატანილი, შემდეგ ორჯერ ააცილა, მაგრამ ათ გოლამდე მაინც ავიდა. კუმანოვო 10 მატჩიდან 10 მოგებით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

 კუმანოვო 38-27 მეტალურგი 

კუმანოვო: ჩოხელი 10, ტრაიკოვიჩი 6, იანკულოვსკა 5, შარანოვიჩი 5, გლიგორიადისი 4, კიპრიანოვსკა 3, ბორიზოვსკა 3, მარკოვიჩი 1, გიჩევსკა 1

კომენტარები

ბოლო ამბები