Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ACB ლიგის ტურის რჩეულებში მოხვდა
  • ევროლიგაში ქართველი პირველ ადგილზეა
თორნიკე შენგელია ევროლიგაში მარგი ქმედების კოეფიციენტით პირველ ადგილზეა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB  ლიგა) მე-9 ტურის რჩეულებში თორნიკე შენგელია (ბასკონია) მოხვდა. მან ქულების ნომინაციაში გაიმარჯვა - ფუენლაბრადასთან შინ 80:92 წაგებულ მატჩში ბასკონიას კაპიტანმა 26 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ შენგელია წინა ტურშიც მოხვდა რჩეულთა შორის, ოღონდ, ქულებითაც და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც და ტურის MVP-იც გახდა. სამწუხაროდ, თოკოს მხარს ვერ უბამს ბასკონია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში პირველად წააგო ფუენლაბრადასთან. 

მარგი ქმედების კოეფიციენტით თორნიკე შენგელია ACB ლიგაში მე-3 ადგილზეა - 19.6 მაჩვენებელით. მე-2 ადგილზე გიორგი შერმადინია - 23.0. ქართველებზე წინ მხოლოდ NBA-დან ევროპაში დაბრუნებული ნიკოლა მიროტიჩია - 26.4.

თორნიკე შენგელია ევროლიგაშიც ბრწყინვალედ თამაშობს. 22.63 მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველი საუკეთესოა ევროლიგაში.  

ACB ლიგაში ბასკონია 4 მოგებითა და 5 მარცხით მისთვის უჩვეულო მე-11 ადგილზეა. ევროლიგაში ბასკონიას 3-5 ბალანსი აქვს და მეათე ადგილზეა. 20 ნოემბერს ბასკონია ევროლიგაში ცსკა-ს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები