Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია
  • სანდრო მამუკელაშვილის გუნდს სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვს

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლ პირატსმა NCAA-ს მორიგ მატჩში სტუმრად სენტ ლუის ბილიკენსს დამაჯერებლად 83:66 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი შეხვედრის ბომბარდირთა შორის იყო.

📺 სენტ ლუისი - სეტონ ჰოლი 66:83 (სრული მატჩი)

სანდრო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მამუკელაშვილი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ თანაგუნდელ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო.

სეტონ ჰოლს 3 მოგება და 1 მარცხი მოუგრივდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, ფლორიდასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები