Thumbnail

სანაძის 17 ქულა და მე-6 გამარჯვება – დუდა ყველაზე შედეგიანი იყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა მოგებაში დიდი როლი ითამაშა
  • დუდა სანაძის ოლივეირენშე მხოლოდ პორტოს ჩამორჩება

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის კლუბმა სტუმრად ბარეირენსე 89:80 დაამარცხა, დუდა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:51 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ოლივეირენშე პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ პორტოს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, მადეირასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები