Thumbnail
  • U18. საქართველო 2:0 ფინეთი
  • 19 ნოემბერს სკანდინავიელებთან მეორე მატჩია

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

🇬🇪🇫🇮 18 წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფინეთი დაამარცხეს.

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი მიქაძის გუნდმა ბოლოსკენ მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა.

87-ე წუთზე მორჩილაძის მიერ გატანილ პენალტს მალე ფაჩულიას ზუსტი დარტყმულიც მოჰყვა.
გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ. 

U18 საქართველო 2:0 ფინეთი

გოლები: 1:0 მორჩილაძე (87’), 2:0 ფაჩულია (90’)

საქართველო: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები