Thumbnail

ფიგურული ციგურაობა – ყვითელაშვილის კარიერული რეკორდი მოსკოვში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში 161.72 ქულა მიიღო
  • მორის ყვითელაშვილმა გრან პრის მე-5 ეტაპზე მე-7 ადგილი დაიკავა

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერი მორის ყვითელაშვილი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ გამართული გრან პრის მორიგ ეტაპზე მე-7 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 80.27 ქულა მოაგროვა და 12 მონაწილეს შორის მე-9 პოზიცია დაიკავა, ტურნირის ფინალურ დღეს კი, გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.

📺 მორის ყვითელაშვილის თავისუფალი პროგრამა

ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 161.72 ქულა (81.80 ტექნიკური ელემენტებისთვის+79.92 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მოსკოვში კი, ეს, მე-5 მაჩვენებელი გახლდათ.

ქართველმა მოციგურავემ ჯამში 237.59 ქულა მოაგროვა და გრან პრის მე-5 ეტაპზე მე-7 საფეხური დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის საპრიზო სამეული სრულად რუსმა სპორტსმენებმა დააკომპლექტეს: 1. ალექსანდერ სამარინი (264.45), 2. დმიტრი ალიევი (259.88), 3. მაკარ იგნატოვი (252.24).

კომენტარები

ბოლო ამბები