- სოფიო შაფათავა 5:7, 2:6 ჯია-ჯინ ლუ
- ქართველმა ჩოგბურთელმა ინდოეთში 4 მატჩი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ინდოეთის ქალაქ გვეილორში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში ითამაშა, თუმცა, გადამწყვეტი გამარჯვება ვერ მოიპოვა.
შაფათავა მე-7 ნომრად იყო განთესილი და 4 მატჩი მოიგო. სოფიომ გზიდან სარა იადავი (ინდოეთი, 6:4, 6:0), ევგენია ბურდინა (რუსეთი, 3:6, 6:4, 6:3), ფრეია კრისტი (დიდი ბრიტანეთი, 6:1, 6:2) და სოუჯანია ბავისეტი (ინდოეთი, 6:4, 6:3) ჩამოიცილა, ფინალში კი პირველი რეიტინგის მქონე ჩინელ ჯია-ჯინ ლუსთან 5:7, 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მეორე ფინალში ითამაშა. 1 კვირის წინ, სოფიომ და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა შენჟენის (ჩინეთი) 100-ათასიანი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონურ დუეტთან (ნაო ჰიბინო-მაკოტო ნინომია) 4:6, 0:6 წააგეს.
კომენტარები