Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს ინარჩუნებს
  • გიორგი ჩიტაურის გუნდს გადამწყვეტი მატჩი ალბანეთთან ელის

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას გაეჯიბრა და უგოლოდ დაშორდა – 0:0.

მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი ქართველებს ჰქონდათ, როდესაც ლუკა გაგნიძემ ბურთი ძელს მოარტყა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ქართველებმა 0:2 წააგეს უკრაინასთან, რომელმაც გუშინ ალბანეთსაც იდენტური ანგარიშით სძლია.

🇵🇹🇬🇪 17 წლამდელებმა პორტუგალიელ თანატოლებთან მატჩი ფრედ დაასრულეს. ⚽️➡️ ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

Posted by Georgian Football Federation on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

ჩიტაურის გუნდს 1 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი უკავია, დასკვნით შეხვედრას კი 19 ნოემბერს ალბანეთთან ჩაატარებს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლებას ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები, ასევე, საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს, რომლებსაც პირდაპირ დაშვებული ესპანეთი და ინგლისი დაემატებიან.

ელიტრაუნდი 2020 წლის მარტში გაიმართება, ფინალურ სტადიას კი, სადაც პირველობისთვის 16 ნაკრები იბრძოლებს, 21 მაისიდან 6 ივნისამდე ესტონეთი უმასპინძლებს.

U17. საქართველო 0:0 პორტუგალია

საქართველო (4-4-1-1): ხარატიშვილი - ზოსიაშვილი (თურაზაშვილი, 59'), ავალიანი, ხვადაგიანი, უბილავა - ჩხეტიანი, ოთარ მამაგეიშვილი, გვიშიანი (დუნდუა, 88'), გაგნიძე - აბუაშვილი - გიზო მამაგეიშვილი (სიჭინავა, 82').

კომენტარები

ბოლო ამბები