Thumbnail
  • დანილომ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა
  • CR7 ბრაზილიის ნაკრებზე ხუმრობს ხოლმე

კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ თუ იგი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი იქნებოდა, ‘სელესაო’ უფრო მეტ ტიტულებს მოიგებდა. ამის შესახებ DAZN-თან ინტერვიუში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თანაკლუბელმა დანილომ ისაუბრა. 

“კრიშტიანო რონალდოს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მადრიდის რეალში ვთამაშობდი. ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსში მას ისევ შევხვდი და ჩვენ კვლავ ერთად ვთამაშობთ. კრიშტიანო ხანდახან ხუმრობს ხოლმე, მე რომ ბრაზილიელი ვიყო, სელესაოს 5-ით მეტი მსოფლიოს ჩემპიონობა ექნებოდაო,” - განაცხადა დანილომ.

დანილო და კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი და უკვე პორტუგალიური ფეხბურთის ლეგებდაა. ნაკრებში ჩატარებულ 163 მატჩში მას უკვე 98 გოლი აქვს გატანილი. 2016 წელს რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. დანილოს ბრაზილიის ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კოსოვო
  • ფრე
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები