Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 150:101 ატლანტა ჰოუკსი
  • 49-ქულიანი უპირატესობა კლიპერსის ისტორიაში პირველი შედეგია
  • პოლ ჯორჯის ზედიზედ მეორე მასტერკლასი
  • კავაი ლეონარდმა ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა

ვინც ეს თამაში ნახა, ატლანტა აუცილებლად შეეცოდებოდა!

კლიპერსმა პირველივე მეოთხედში დაამტკიცა, რომ ამ დუელის უპირობო ფავორიტი იყო და საწყისი პერიოდი 43:30 მოიგო. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა ცოტა დაისვენეს (31:31), მეორე ტაიმში კი კვლავ განაგრძეს მეტოქის განადგურება და საბოლოოდ 49-ქულიანი უპირატესობით, 150:101 გაიმარჯვეს.

პოლ ჯორჯი პირველად თამაშობდა საკუთარი პუბლიკის წინაშე და სწორედ ის გახლდათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. 29 წლის ჯორჯმა 37 ქულა დააგროვა - პლუს 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და არაერთი ჰაილაითი, მათ შორის ალეი-ოპი და ეს ყველაფერი სულ რაღაც 20 წუთში!

“საკუთარი პუბლიკის წინაშე თამაშს მოუთმენლად ველოდი. ვფიქრობ, იდეალური კალათბურთი ვითამაშეთ და ფანები გავახარეთ,” - განაცხადა ჯორჯმა მატჩის შემდეგ. კლიპერსის გულშემატკივრები მას, რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ეთანხმებიან, რადგან 150 ქულა ერთ მატჩში კლიპერსის ისტორიაში მეორე შედეგია.

მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მასპინძლები სულაც 52 ქულით იგებდნენ. ჯორჯის გარდა, კარგად ითამაშეს ლუ უილიამსმა (25 ქულა) და ჯერომ რობინსონმა (21). კავაი ლეონარდმა კი მუხლის ტრავმის გამო ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა, თუმცა როგორც ხედავთ, მისი არყოფნა კლიპერსს ფაქტობრივად არ დაეტყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლ ჯორჯისა და კავაი ლეონარდის დუეტს ერთად ორშაბათს, ოკლაჰომასთან ვნახავთ.

49-ქულიანი უპირატესობა კლიპერსის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ატლანტამ კი ყველა დროის ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. გარდა ამისა, პოლ ჯორჯი კლიპერსის პირველი მოთამაშეა, რომელმაც პირველ და მეორე მატჩში მინიმუმ 30-30 ქულა დააგროვა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

...და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ფორმაში მყოფი კლიპერსი მართლაც სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია - ოღონდ, რა თქმა უნდა, კავაისთან ერთად.

📺 ვიდეო: ლოს ანჯელეს კლიპერსი 150:101 ატლანტა ჰოუკსი

კომენტარები

ბოლო ამბები