Thumbnail
  • შოთა მიშველიძემ ორჭიდში სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირი მოიგო
  • ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძეც გამოვა

თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირია.

61 კგ წონით კატეგორიაში წარმატებას შოთა მიშველიძემ მიაღწია - მიშველიძემ ატაცში 120 კილო აწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამაგიეროდ, აკვრაში ის პირველი იყო 146 კილოგრამით. ორჭიდის ჯამშიც გამარჯვება ქართველ ძალოსანს დარჩა - 266. 

მიშველიძემ ორი კვირის წინათ, ბელარუსის ქალაქ გროდნოში მოიპოვა სამი ოქრო ასევე სალიცენზიო ტურნირში. ამ გამარჯვებებით, მან რეიტინგში საგრძნობლად წაიწია წინ. 

აღსანიშნავია, რომ გაზიანტეპში მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძეც იღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები