Thumbnail

მაშ ასე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის არც ისე მრავალწლიან ისტორიაში ევროპის ჩემპიონატების მე-7 შესარჩევი ციკლი დაასრულა. კვლავ უშედეგოდ - გუნდმა ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. მაგრამ პირველად ნაკრების არსებობის ისტორიაში, მას დამატებითი შანსი მიეცემა - ერთა ლიგიდან 2020 წლის მარტის პლეი ოფის საგზური ვლადიმირ ვაისის გუნდს მოპოვებული აქვს...

შვეიცარია 1:0 საქართველო

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის D შესარჩევ ჯგუფში ითამაშა, სადაც 8 მატჩიდან 2 მოიგო (ორივე უსუსტეს გიბრალტარის ნაკრებთან), 2 ფრედ დაასრულა (ირლანდია და დანია შინ) და 4 წააგო (ირლანდია, დანია სტუმრად და შვეიცარიასთან შინ და სტუმრად). ვაისის გუნდმა 8 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა! თუმცა მხოლოდ 11 გაუშვა. გუნდმა ციკლი 8 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე დაასრულა.

წინა შედეგები: ევრო 96 (მე-3 ადგილი/6 გუნდში); 2000 (6/6); 2004 (5/5); 2008 (6/7); 2012 (5/6); 2016 (5/6). როგორც ხედავთ, ნაკრები 7 ცდიდან მე-4-ედ გავიდა ბოლოსწინა ადგილზე, ორჯერ კი - ბოლოზე და მხოლოდ პირველი გამოსვლა იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, როცა 5 თამაში მოიგო და მე-3 ადგილი დაიკავა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ შვეიცარიელთა გოლი ლორიას კარში მე-100 გოლი იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გაუშვა (70 გატანილი). 

⚽ ეს იყო საქართველოს ნაკრების მე-40 მარცხი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. (18 მოგება, 10 ფრე).  

⚽ ამ ციკლში ყველაზე მეტჯერ გააფრთხილეს ჯაბა კანკავა (4).

⚽ შესარჩევ ციკლში შეუცვლელად (720 წუთი) მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა.

⚽ ნაკრებმა სულ 106-ჯერ დაარტყა. აქედან ზუსტი იყო მხოლოდ 28 დარტყმა

⚽ 120 ჩაწოდებიდან 55 წარმატებული გამოდგა.

⚽ ნაკრებმა 25 კუთხური მოაწოდა.

⚽ სულ 3 714 პასი; 81% სიზუსტე.

⚽ ბურთის ფლობა - 50%.

⚽ გიორგი ლორიას ანგარიშზე 34 "სეივია". მან სამჯერ შეინახა კარი მშრალად. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა 106-ჯერ დაარღვია წესი, ხოლო მის წინააღმდეგ 65-ჯერ დაჯარიმდნენ. 

⚽ საქართველოს ნაკრებში ამ ციკლში 18-დან 33 წლის ასაკის ფეხბურთელები თამაშობდნენ. 

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ევრო 2020-ის შესარჩევში

მეკარეები: გიორგი ლორია (8 მატჩი, - 11 გოლი); გიორგი მაკარიძე (0 მატჩი (8 სათ); როინ კვასხვაძე (0 თ. (4 სათ); ლაზარე კუპატაძე (0 თ. (4 სათ.)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (8 თ, 1 პ); გურამ კაშია (7 თ); გია გრიგალავა (6 თ); დავით ხოჭოლავა (4 თ), ჯიმი ტაბიძე (3 თ); საბა კვერკველია (3 თ); გიორგი ნავალოვსკი (2 თ); ლევან ხარაბაძე (2 თ); ლაშა დვალი (1 თ); გიორგი რეხვიაშვილი (0 თ)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (7 თ, 1 გ); ოთარ კიტეიშვილი (7 თ); ვაკო ყაზაიშვილი (6 თ); ვაკო გვილია (5 თ, 1 გ, 2 პ); ჯანო ანანიძე (4 თ, 1 პ); ნიკა კვეკვესკირი (4 თ); თორნიკე ოქრიაშვილი (3 თ); ლევან შენგელია (3 თ, 2 პ); გიორგი აბურჯანია (2 თ); გიორგი პაპუნაშვილი (2 თ, 1 გ); საბა ლობჟანიძე (2 თ, 1 გ); გიორგი მერებაშვილი (1 თ); ბუბა დაუშვილი (1 თ); ლაშა პარუნაშვილი (1 თ); ზურიკო დავითაშვილი (1 თ); ხვიჩა კვარაცხელია (1 თ); გიორგი ხარაიშვილი (1 თ, 1 გ); ჯაბა ჯიღაური (0 თ); ვახტანგ ჭანტურიშვილი (0 თ)

ფორვარდები: გიორგი ქვილითაია (6 თ, 1 გ); ელგუჯა ლობჯანიძე (3 თ); ვატო არველაძე (2 თ, 1 გ); ლევან მჭედლიძე (1 თ); ნიკა კაჭარავა (1 თ); ბაჩანა არაბული (0 თ)

უეფას პარტნიორი FedEx-ის ინდექსით ნაკრებში საუკეთესო გიორგი ლორია იყო - 982 ქულა. ლორია ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ამ ქულებით 53-ე ადგილზე გავიდა. ის ერთადერთი ქართველია, ვინც ასეულში შევიდა.

მე-2 ადგილზეა ჯაბა კანკავა, კაპიტანმა 776 ქულა დააგროვა; გურამ კაშია 692 ქულით მესამე ადგილზეა. შემდეგ მოდიან: 4. ოთარ კაკაბაძე - 447 ქულა; 5. დავით ხოჭოლავა - 355. 

კომენტარები

ბოლო ამბები