- საფრანგეთი 3:2 საქართველო
- რენ-ადელაიდის დუბლს კოხრეიძემ და კვარაცხელიამ უპასუხეს
- ედუარმა გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-4 მატჩი გამართა და საფრანგეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. გია ცეცაძის გუნდმა ჯგუფის ფავორიტს სტუმრად 2 გოლი გაუტანა, მაგრამ თამაში მაინც წააგო - ბოლო წუთზე დანიშნული დასანანი პენალტით.
ანგარიში ლიონის შემტევმა ჯეფ რენ-ადელაიდმა მე-15 წუთზე გახსნა.
1:0 რენ-ადელაიდი (15)

ფრანგებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. საქართველომ მე-2 გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში გაუშვა. რენ-ადელაიდმა დუბლი შეასრულა და ფრანგები 54-ე წუთისთვის 2 ბურთით დაწინაურდნენ.
2:0 რენ-ადელაიდი (54)

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 წუთში სხვაობა შეამცირა. კოხრეიძემ ნანტის ძირითადი მეკარის, ალბან ლაფონტის შეცდომით ისარგებლა და ფრანგებს გაუტანა - 2:1.
2:1 კოხრეიძე (58)

გია ცეცაძემ მატჩის 61-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის ნაცვლად მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა, რომელმაც რამდენიმე წამში ბექა ქავთარაძის პასი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.
2:2 კვარაცხელია (60)

სამწუხაროდ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფრე მანც ვერ შეინარჩუნა. გია ცეცაძის ნაკრებს 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს, რომელიც სელტიკის შემტევმა ოდსონ ედუარმა გამოიყენა და ფრანგებს 3 ქულა მოუტანა.
3:2 ედუარი (92-პენ)

საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფში სამივე თამაში მოგებული აქვს და 9 ქულით პირველ ადგილზეა. საქართველოს U21 ნაკრები 4 თამაშში 6 ქულით მე-3 ადგილზეა. ცეცაძის გუნდს მომდევნო მატჩი სლოვაკეთთან ელის, ხოლო ფრანგები მთავარ მეტოქეს, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები: გუგეშაშვილი - ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, ტაბატაძე (სილაგაძე 88), ნინუა (ქოჩორაშვილი 59'), ბუღრიძე (კვარაცხელია 61'), მალი, კუცია, სპანდერაშვილი (ქავთარაძე 59'), კოხრეიძე (არდაზიშვილი 73').
კომენტარები