Thumbnail

პაპუნაშვილის გოლი ხორვატიის ნაკრების კარში - პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საქართველოს ნაკრები ხორვატიაში ამხანაგურ მატჩს მართავს
  • ვაისის გუნდი გიორგი პაპუნაშვილის გოლით იგებდა, ხორვატებმა მალევე გაათანაბრეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხორვატიასთან სტუმრად ტესტ-მატჩს ატარებს. ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი გუნდისთვის ეს 2020 წელს ბოლო შეხვედრაა.

მატჩის მე-19 წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა! სამწუხაროდ, ხორვატებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.

0:1 პაპუნაშვილი (19)

ხორვატიის ნაკრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრა.

1:1 კაშია (25-ავტოგოლი)

პირველი ტაიმის მიწურულს ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. ვაისმა მის ნაცვლად მოედანზე ლევან შენგელია შეუშვა, რომელმაც ჯიღაურის ადგილი დაიკავა, ეს უკანასკნელი კი მარჯვენა მცველად გამწესდა.

ხორვატია V საქართველო | სასტარტო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ბარტოლეცი, იედვაი, შკორიჩი, მელნიაკი - პაშალიჩი, ბადელი - რებიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - ორშიჩი.

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე (39. შენგელია), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი - აბურჯანია, გვილია - პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჯიღაური - ე. ლობჯანიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი მაინც აქვს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონის მოგების გამო პლეი ოფშია და 26 მარტს, ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები