Thumbnail

ყვითელაშვილის მე-9 შედეგი მოსკოვში – წინ თავისუფალი პროგრამაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მორის ყვითელაშვილი გრან პრის მე-5 ეტაპში ჩაება
  • ქართველი სპორტსმენს გადამწყვეტი გამოსვლა 16 ნოემბერს ელის

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერი მორის ყვითელაშვილი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება, სადაც დღეს, სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით, გრან პრის სერიის მე-5 ეტაპი დაიწყო.

არენა “მეგასპორტი” პირველად სწორედ ვაჟებს დაეთმო და ყინულზე 9 ქვეყნის წარმომადგენელი 12 სპორტსმენი გავიდა.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 75.87 ქულა (36.83 ტექნიკური ელემენტებისთვის+39.04 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, მხოლოდ ამერიკელ, ებრაელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს აჯობა და მე-9 შედეგი დააფიქსირა.

📺 მორის ყვითელაშვილის მოკლე პროგრამა

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის სასტარტო დღის თავზე წინ რუსები გაიჭრნენ. მოწინავე სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ალექსანდრ სამარინი (91.81), 2. დმიტრი ალიევი (90.64), 3. მაკარ იგნატოვი (87.54).
ვაჟებს თავისუფალ პროგრამა 16 ნოემბერს ელით და მორისსსაც სიტუაციის გამოსწორების შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ, ყვითელაშვილმა ძალები საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ჩატარებულ გრან პრის ეტაპზეც სცადა და მაშინ მე-4 ადგილი დაიკავა, რისი წყალობითაც 9 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები