Thumbnail

საფეხბურთო ჩემპიონატები და კლუბები ხშირად ავლენენ მატჩის, ტურის, თვის, ან სეზონის საუკეთესო მოთამაშეს და ფეხბურთელებს სხვადასდხვა სახის პრიზებით ასაჩუქრებენ. ჩვენ გთავაზობთ 5 ყველაზე უცნაურ პრიზს, რომელიც მოთამაშეს გადასცეს.

თევზი

მარტინ ოდეგაარდმა 2019-20 წლების სეზონი კარგად დაიწყო. ნორვეგიელი რეალ სოსიედადის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მოგვევლინა. მარტინს კარგი თამაში დაუფასდა და იგი რეალ სოსიედადის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა პრიზად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თევზი ერგო. 

5GB ინტერნეტი

სამხრეთ აფრიკის თასის სპონსორი Telkom-ია და მატჩის საუკეთესო მოთამაშეს 5GB ინტერნეტს ჩუქნის. ერთი შეხედვით, ეს პრიზი არაფერია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში ინტერენეტი ძვირია, მსგავსი საჩუქარი კი ფეხბურთელისთვის კარგია.

24 ბოთლი ლუდი

ზიმბაბვეს საფეხბურთო ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს 24 ბოთლი ლუდი გადასცეს. ქვეყნის ჩემპიონატის სპონსორი სამხრეთაფრიკული კომპანია “Castle Lager-ია” და მოთამაშეებს ლუდით აჯილდოვებს.

საკრედიტო ბარათი

სამხრეთ აფრიკა უცნაური პრიზებით ნამდვილად გამოირჩევა. ქვეყნის საბანკო კომპანია Absa საფეხბურთო ჩემპიონატის სპონსორია. კომპანია მატჩის საუკეთესო მოთამაშეს საკრედიტო ბარათს აძლევს, რომელზეც 100 ფუნტია, რათა ფეხბურთელებმა წვრილმანი ნივთები იყიდონ.

მთის ველოსიპედი

ფეხბურთელებს უცნაურ პრიზებს წინა საუკუნეშიც აძლევდნენ. 1995 წელს, შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს აბერდინი და დანდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აბერდინის გამარჯვებით დასრულდა (2:0). მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფან გლასი გახდა, რომელსაც მთის ველოსიპედი აჩუქეს.

კომენტარები

ბოლო ამბები