Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 106:103 დალას მავერიკსი
  • დალასს ვერც დონჩიჩის სამმაგმა დუბლმა უშველა და ვერც პორზინგისის დაბრუნებამ

მიუხედავად იმისა, რომ ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთი სუპერ-მატჩი ჩაატარა, დალასი ნიუ იორკ ნიქსთან მაინც დამარცხდა. მავერიკსმა 103:106 წააგო და აქვე ვთქვათ, რომ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე სეთ კარიმ სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ვერ ჩააგდო.

📋 მეტი ამ თემაზე

დონჩიჩმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - სლოვენიელმა 33 ქულით, 10 მოხსნით და 11 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. დაბრუნდა კრისტაპს პორზინგისიც, რომელმაც 20 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დალასს თამაში მოეგო.

მატჩის ბედი მარკუს მორისმა, თამაშის დასრულებამდე 13,2 წამით ადრე გადაწყვიტა, როცა მან სამქულიანი ჩააგდო და ბოლო წამზე დალასელთა პასი დაბლოკა. მორისი 20 ქულით ნიქსიდან საუკეთესო გახლდათ. აქვე ვთქვათ, რომ ჯულიუს რენდლმა 17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

წაიკითხელებრონის და დევისის შოუ - როგორ დაბრუნდა ლეიკერსი ფავორიტებში
📋 ანალიტიკური სტატია

აღსანიშნავია, რომ პორზინგისს, რომელმაც 2018 წლის 6 თებერვალს მიღებული ტრავმის შემდეგ მედისონ სკვერ გარდენში პირველად ითამაშა, მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ. როგორც იცით, ლატვიელი 2015-დან 2019 წლამდე სწორედ ნიუ იორკ ნიქსში თამაშობდა.

“არ ვიცი, რამდენად სამართლიანია ის, რაც დღეს ნიქსის ფანებმა გამიკეთეს. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და გაბრაზებულები ვართ, რომ ეს ვერ შევძელით,” - განაცხადა პორზინგისმა მატჩის შემდეგ.

ზედიზედ მეორე წაგების შემდეგ, დალასი 6 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ნიქსმა სეზონში მხოლოდ მესამე თამაში მოიგო (9 წაგება) და აღმოსავლეთში ბოლოსწინა ადგილზეა (მხოლოდ ვაშინგტონ უიზარდსს უსწრებს). 

📺 ვიდეო: ნიუ იორკ ნიქსი 106:103 დალას მავერიკსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები