Thumbnail

ხელბურთი | ქარიშხალამ წყალტუბოს მოუგო, ფოთმა კი პეგასს

  • პეგასი 14:24 ფოთი 
  • ქარიშხალა 31:21 წყალტუბო 

ჯემალ ცერცვაძის საახელობის ხელბურთის აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩებში ქარიშხალამ 31-21 მოუგო წყალტუბოს, ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის ოქროს ვერძმა კი პეგასი დაამარცხა, 24-14.

ამ მატჩებში სამი ხელბურთელი გადასცდა ათგოლიან ნიშნულს: ფოთელმა ლანა გოგიამ, ქარიშხალას ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გოლი გაიტანეს.

4 მოგებით ჩემპიონატს თბილისის ქარიშხალა ლიდერობს, ასევე უდანაკარგოდაა სამტრედია: 3 მატჩში 6 ქულა, 5 ქულა კი ფოთელთა აქტივშია. პირველი წრე 20 დეკემბერს დაასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს. 

პეგასი 14:24 ფოთი 

პეგასი: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ე. ჩხაიძე 7, საბაშვილი 3, კორძაია 2, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, ქებაძე, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, დადვანი, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, ქ. მაკარაშვილი, ქ. ჩოგოვაძე

ფოთი: ჯავახია, კარბაია, გრიგოლია - გოგია 12, ბჟალავა 6, ნ. რურუა 4, კობახია 2, კუპრიევა, დარჩია, ბაირამიდი

ქარიშხალა 31:21 წყალტუბო 

ქარიშხალა: არაბაჯევი, ჩხეტიანი - ა. ჩხაიძე 12,  ი. ჩხაიძე 9, მ. ცინცაძე 5, ქ. კირვალიძე 4, ცინცაძე 1, ხმელაძე, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, დოღაძე

წყალტუბო: ჩავჩიძე, კინწურაშვილი -  კეკუტია 12, ხეცურიანი 5, კიკნაძე 2, კოხრეიძე 1, ბენდელიანი 1, შალამბერიძე, კოვზირიძე, ჯანელიძე, სილაგაძე

კომენტარები

ბოლო ამბები