Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 132:127 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • პოლ ჯორჯი დაბრუნდა და 33 ქულა ჩააგდო
  • კავაი ლეონარდმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

პოლ ჯორჯის დებიუტი ლოს ანჯელეს კლიპერსში შედგა და ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ NBA-ს ერთ-ერთი ფავორიტი ნიუ ორლეანს პელიკანსთან დამარცხდა. ოკლაჰომადან კლიპერსში გადასულმა ვარსკვლავმა, რომელმაც ზაფხულში ორივე მხარზე ოპერაცია გაიკეთა, 127:132 წაგებულ მატჩში 24 წუთი ითამაშა და ამ დროში 33 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი. ამ შედეგით ჯორჯი თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ - ლუ უილიამსის წინ (31 ქულა, 9 პასი). სად იყო კავაი ლეონარდი? მას არ უთამაშია. ოფიციალური მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა.

ის ფაქტი, რომ კლიპერსმა მე-12 მატჩში მე-5 მარცხი იწვნია, ჯრუ ჰოლიდეის დამსახურებაა. პელიკანსის ვარსკვლავმა 36 ქულა ჩააგდო! მის გარდა დომინირებდა დერიკ ფეივორსი, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 20 მოხსნაა! ბრენდონ ინგრამმა და ლონზო ბოლმა ასევე ტრავმების გამო ვერ ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის დაშავებულია დრაფტზე პირველ ნომრად აყვანილი ზაიონ უილიამსონიც.

წაიკითხელებრონის და დევისის შოუ - როგორ დაბრუნდა ლეიკერსი ფავორიტებში
📋 ანალიტიკური სტატია

საინტერესოა, რომ კლიპერსისთვის ეს მეხუთე გასვლით მატჩში მეოთხე წაგებაა. კავაი ლეონარდის გუნდმა ამ სეზონში სტუმრად მხოლოდ გოლდენ სტეიტს მოუგო. NBA-ს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შერაცხული კლიპერსი 7 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ნიუ ორლეანსი მხოლოდ გოლდენ სტეიტს უსწრებს (3 მოგება, 8 წაგება).

📺 ვიდეო: ნიუ ორლეანსი 132:127 კლიპერსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები