Thumbnail
  • ბასკონია 83:113 მაკაბი
  • თორნიკე შენგელიას 31 ქულა ევროლიგაზე

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია შინ თელ ავივის მაკაბისთან დამარცხდა - 83:113. ესპანურ კლუბს 3 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილის ქვედა ნახევარშია, მაკაბიმ კი მე-6 მატჩი მოიგო და მე-2 ადგილზეა. ბასკონია 21 ნოემბერს მოსკოვის ცსკა-ს ბასკეთში უმასპინძლებს. 

საქართველოს ნაკრების წევრები ბასკონიას სასტარტოში იყვნენ - კაპიტანს სუპერმატჩი ჰქონდა - 36:09 წუთში შენგელიამ 31 ქულა ჩააგდო! ქართველმა 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო! მის ანგარიშზეა 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის მატჩში საუკეთესო იყო - 32. 

ჯენინგმა 21:03 წუთში 2 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. 

ამ სეზონში შენგელია ორჯერ დაასახელეს ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ და ასეთი მარგი ქმედების კოეფიციენტი არასდროს ჰქონია (ორივეჯერ 28). 31 ქულა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია ბასკონიას ფორმით (არა მხოლოდ ევროლიგაში). მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მეტი ჰქონია - 2017 წელს ცსკა-სთან - 33. 

კომენტარები

ბოლო ამბები