Thumbnail

ინგლისი და ჩეხეთი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინგლისმა მონტენეგროს 7 გოლი გაუტანა, პორტუგალიამ ლიეტუვას 6
  • ჰარი კეინმა და კრიშტიანო რონალდომ ჰეთთრიკი შეასრულეს
  • ჩეხეთი კოსოვოსთან აგებდა, თუმცა საბოლოოდ, დაამარცხა მეტოქე

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მატჩები საინტერესოდ წარიმართა. A ჯგუფში ინგლისმა მონტენეგროს უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრიტანელებმა კოლოსალური უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და უპრობლემოდ აიღეს მორიგი 3 ქულა. შესაბამისად, ინგლისის ნაკრებმა გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რაშიც ისედაც არავის ეპარებოდა ეჭვი.

ინგლისმა 7 უპასუხო გოლი გაუტანა მონტენეგროს

სატურნირო თვალსაზრისით, კიდევ უფრო საინტერესო იყო კოსოვო-ჩეხეთის დაპირისპირება. ორივე გუნდი იბრძოდა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საბოლოო კი წარმატებას ჩეხებმა მიაღწიეს. კოსოვომ 50-ე წუთზე გახსნა ანგარიში და თითქოს სენსაცია მომწიფდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში ჩეხებმა ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს და გადამწყვეტი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. დუბლი კრალმა შეასრულა. მაშ ასე, ინგლისი და ჩეხეთი ევრო 2020-ზე ითამაშებენ.

ინგლისი 7:0 მონტენეგრო | ინგლისელებმა მეტოქე გაანადგურეს

ინგლისი 7:0 მონტენეგრო | ინგლისელებმა მეტოქე გაანადგურეს

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019

ინგლისის მსგავსად, პორტუგალიის ნაკრებმაც დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. თუმცა, პირენეელებმა 6 გოლი აკმარეს ლიეტუვას. კრიშტიანო რონალდომ 3 გოლი გაუტანა მეტოქეს. ამ ჯგუფში უკრაინას განაღდებული აქვს ევროპის ჩემპიონატის საგზური, პორტუგალიას და სერბეთს კი ჯერ კიდევ მოუწევთ ბრძოლა.

კრიშტიანო რონალდომ ჰეთთრიკი შეასრულა

A ჯგუფი

ჩეხეთი 2:1 კოსოვო

გოლები: 0:1 ნუჰიუ (50), 1:1 კრალი (71), 2:1 კრალი (79).

ინგლისი 7:0 მონტენეგრო

გოლები: 1:0 ოქსლეი-ჩემბერლენი (11), 2:0 კეინი (19), 3:0 კეინი (24), 4:0 რაშფორდი (30), 5:0 კეინი (37), 6:0 სოფრანასი (66-საკ. კარში), 7:0 აბრაჰამი (84).

B ჯგუფი

პორტუგალია 6:0 ლიეტუვა

გოლები: 1:0 რონალდო (7-პენ.), 2:0 რონალდო (22), 3:0 პიცი (52), 4:0 პაციენცა (56), 5:0 ბერნარდო სილვა (63), 6:0 რონალდო (65).

სერბეთი 3:2 ლუქსემბურგი

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (11), 2:0 მიტროვიჩი (43), 2:1 როდრიგესი (56), 3:1 რადონიჩი (70), 3:2 ტურპელი (75).

H ჯგუფი

თურქეთი 0:0 ისლანდია

ალბანეთი 2:2 ანდორა

გოლები: 1:0 ბალა (6), 1:1 მარტინესი (18), 1:2 მარტინესი (48), 2:2 მანა (55).

საფრანგეთი 2:1 მოლდოვა

გოლები: 0:1 რატა (9), 1:1 ვარანი (35), 2:1 ჟირუ (79-პენ.).

კომენტარები

ბოლო ამბები