Thumbnail

''ფულის მოპარვას არ ვაპირებ'' - ლიპი ჩინეთის ნაკრებიდან წავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩინეთის ნაკრებმა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩი სირიასთან დათმო
  • მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ დაუმსახურებულ ფულს არ აიღებს

სირიამ მსოფლიოს ჩემპიონატის აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჩინეთს 2:1 მოუგო, რის გამოც სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ თანამდებობა დატოვა.

ლიპის გუნდს მე-19 წუთზე ოსამა ომარმა გაუტანა. სირიელთა გოლი ესპანიოლის შემტევმა ვუ ლეიმ გაქვითა, მაგრამ ჩინეთმა ჟან ლინპენის ავტოგოლით წააგო და 7 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ჩინელები სირიას უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან.

სირიასთან წაგების შემდეგ, მარჩელო ლიპიმ ნაკრების თანამდებობა დატოვა და მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

მარჩელო ლიპი: თუ გუნდი ისე თამაშობს, როგორც ამ საღამოს ვითამაშეთ: მონდომების გარეშე, თამაშის სურვილის გარეშე, შიშით, კრეატიულობის გარეშე - ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი საკუთარ სამუშოს სწორად ვერ ასრულებს.

თუ ასეთი გუნდიდან წავალ, მე თანხას ''არ მოვიპარავ''. მე ისედაც ბევრ თანხას ვშოულობდი და მე ამ თანხას არ მოვიპარავ. ნაკრებიდან სწორედ ამიტომ მივდივარ.

მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრებში მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ის ჩინეთში 3 წელი მუშაობდა, რის შემდეგაც ნაკრებში ფაბიო კანავარომ შეცვალა, თუმცა კანავარომ ძალიან მალე ნაკრებში მუშაობზე უარი თქვა და ჩინელებმა თანამდებობაზე 71 წლის იტალიელი მწვრთნელი დააბრუნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები