Thumbnail

ტრავმირებული ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა - რა იქნება შემდეგში?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინს 3 კვირა რეაბილიტაცია ესაჭიროება
  • 32 წლის ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაბრუნდება

2019 წლის უკანასკნელ ბაშოზე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მორიგი ტრავმა მიიღო - ტაკარაფუჯისთან ეფექტური გდებით მოგებულ შეხვედრაში მან ნეკნი მოიტეხა. 

კიუშუს ბაშოს ის ოფიციალურად შეეშვა, რადგან ექიმის დასკვნით, 3 კვირის განმავლობაში დასვენება ესაჭიროება. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოქტომბრის რეიტინგში დაკარგული ოძეკის რანგის დაბრუნებისთვის იბრძოდა. ამისთვის მას 10 გამარჯვება ესაჭიროებოდა. ახლა ოძეკის ტიტულის დაბრუნება ყველაზე ოპტიმისტურ გათვლაშიც კი ძალზე შორეული პერსპექტივაა. რა იქნება შემდეგში...

მეტი ამ თემაზე:

👉 ტოჩინოშინისთვის ბაშო დასრულებულია 2-13 ბალანსით (2 მოგება, 3 მარცხი, 10 გამოუცხადებლობა). 

👉 დეკემბრის ბანძუკეზე ტოჩინოშინი სუმოს იერარქიის მე-3 რანგს - სეკივაკეობას დაკარგავს, ის ასევე დაეშვება უფრო დაბლა იერარქიაში ვიდრე კომუსუბობაა.

👉 დეკემბრის რეიტინგში ტოჩინოშინი რიგითი მაეგაშირა გახდება - მე-5 - მე-9 მაეგაშირების დიაპაზონში.

👉 ნეკნის მორჩენა მას იანვრის ბაშოსთვის შეუძლია. ასე რომ, 2020 წლის ბაშოზე ტოჩინოშინი რიგითი მაეგაშირას სტატუსით დაიწყებს. 

👉 თუ იანვრის ბაშოს ტოჩინოშინი 10-ზე მეტი გამარჯვებით დაასრულებს, დიდი ალბათობით, შეძლებს სუმოს იერარქიაში მე-4 რანგის (კომუსუბი) მოპოვებას. 

👉 უფრო ნაკლები დადებითი ბალანსით, ის ისევ რიგითი მაეგაშირა იქნება, თუმცა რეიტინგში წინ წაიწევს. უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში კი უკან წავა რეიტინგში. 

👉 ახალი ბანძუკე 7 დეკემბერს გამოქვეყნდება. 2020 წლის იანვრის ბაშო 12-26 იანვარს გაიმართება.

მებრძოლი სული

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე დაბრუნდება

ტოჩინოშინი ამაზე უარეს სიტუაციაშიც ყოფილა, თუმცა მან მოახერხა უფრო ძლიერი დაბრუნებულა - 2013 წლის ნაგოია ბაშოზე მან ტოკუშორიუ დაამარცხა, მაგრამ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. 

ამის შემდეგ მან კიდევ 3 ბაშო გამოტოვა და როცა დაბრუნდა მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 55-ე ნომერი იყო!

მიუხედავად ამისა, მან ზედიზედ ორი ბაშო დაუმარცხებლად (7-0) მოიგო და ჯურიოში დაბრუნდა. ჯურიოში მან ჯერ 13-2 და 15-0 აჩვენა (ოთხივე ბაშოზე იუშო მოიგო) და უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში დაბრუნდა. 

სწორედ ამის შემდეგ მიაღწია მან ჯერ სეკივაკეობას კარიერაში პირველად (2016 წ.) შემდეგ კი ოძეკიც გახდა (2018 წ), წლეულს კი დაკარგული ტიტულის დაბრუნება ეგრევე შეძლო. ტოჩინოშინს სწორედ მებრძოლი სული გამოარჩევს, ამიტომაც მას კარიერაში 4-ჯერ აქვს მოპოვებული მებრძოლი სულის პრიზი (კანტო-შო). 

კომენტარები

ბოლო ამბები