Thumbnail

ანრი MLS-ს დაუბრუნდა – ფრანგი კანადურ გუნდს გაწვრთნის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტიერი ანრიმ მონრეალ იმპექტთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ის 2010-14 წლებში ნიუ იორკ რედ ბულსის ფეხბურთელი იყო

ტიერი ანრი კანადური მონრეალ იმპექტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლონდონის არსენალის ექს-ვარსკვლავმა MLS-ს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი 2022 წლამდე გაგრძელების პერსპექტივით.

“მონრეალში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ მლს-ში ვბრუნდები. ეს, ჩემთვის კარგად ნაცნობი ლიგააა, სადაც არაერთი კარგი მომენტი მახსოვს. მონრეალ იმპექტის ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ამ გუნდში მეც ვიქნები”, - აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ტიერის ბოლო სამუშაო ადგილი მონაკო იყო. 42 წლის სპეციალისტს ასევე უმუშავია ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად 2016-18 წლებში.

სათქმელია ისიც, რომ 2010-14 წლებში ტიერი ნიუ იორკ რედ ბულსის ფეხბურთელი იყო და მლს-ში ყველაზე მეტი – 9 გოლი სწორედ მონრეალ იმპაქტისთვის აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები