Thumbnail

სანჩო დორტმუნდს ემშვიდობება? ინგლისელს მსურველები არ აკლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯეიდონ სანჩო ლუსიენ ფავრმა გააბრაზა
  • ინგლისელ ნახევარმცველს ევროპული გრანდები ეპატიჟებიან

19 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის ბორუსიას დატოვებას გეგმავს. სანჩო იმ სიტუაციით არის უკმაყოფილო, რომელიც ბოლო პერიოდში მის გარშემო შეიქმნა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ინგლისელი ტალანტი ნაკრებიდან კლუბში დაგვიანებით დაბრუნებისთვის 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს და გარკვეული პერიოდი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის ბაიერნთან მატჩში, ჯეიდონი კი უკვე 36-ე წუთზე შეცვალეს.

ლუსიენ ფავრმა არ დამალა, რომ სანჩოს გარჯით უკმაყოფილო იყო და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ წარუმატებელი თამაში მეტწილად ინგლისელ ლეგიონერს დაბრალდა.

მოსალოდნელია, რომ სანჩოს დორტმუნდიდან აბარგების შემთხვევაში, ახალი კლუბის მოძიება არ გაუჭირდება. მისი გადაბირების სურვილი ლივერპულს, მანჩესტერ იუნაიტედს, პსჟ-ს, რეალს და ბარსელონას აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები