Thumbnail

ბერდიხი კარიერას ასრულებს – ჩეხი ტრავმებს ვერ გაუმკლავდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტომაშ ბერდიხი ოფიციალურ განცხადებას შაბათს გააკეთებს
  • ჩეხი ჩოგბურთელი 2015 წლის მაისში რეიტინგში მე-4 ადგილზე იყო

მსოფლიოს ექს-მეოთხე ჩოგანი, 34 წლის ტომაშ ბერდიხი კარიერას ასრულებს. ჩეხი ჩოგბურთელი აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შაბათს, 16 ნოემბერს, ლონდონში, ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის მიმდინარეობისას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებია, ტომაში ქრონიკულ ტრავმებს ებრძვის, თუმცა, სასურველი ფორმის დაბრუნება ვერაფრით მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ბერდიხმა 22 მატჩიდან 13 მოიგო, შარშან კი მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი (11-11) ჰქონდა.

პროფესიული კარიერის განმავლობაში, ბერდიხს ATP-ს 13 ტიტული აქვს მოგებული. 2010 წელს მან დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად და უკანასკნელად ითამაშა და უიმბლდონის გადამწყვეტი თამაში ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო.

ავსტრალიის, საფრანგეთის და აშშ-ს ღია პირველობებზე ჩეხის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში ასპარეზობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები