Thumbnail

უკვე ოფიციალურად – ტრავმირებული ტოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ნეკნი გუშინდელი ორთაბრძოლისას დაიზიანა
  • ქართველი სუმოისტი მომდევნო რეიტინგში რიგითი მაეგაშირა გახდება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი წლის დასკვნით სუპერტურნირს ნაადრევად გამოეთიშა, რისი მიზეზიც მორიგი ტრავმა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ნეკნი გუშინდელი ორთაბრძოლისას დაიზიანა, როდესაც ტაკარაფუჯის ეფექტური ილეთით სძლია და თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა, თუმცა, ეს წარმატება ძალიან ძვირი დაუჯდა.

ტოჩინოშინს გუშინვე შეეტყო, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო

როგორც ირკვევა, ლევანი არა უშუალოდ დაცემის მომენტში, არამედ, ილეთის სტარტზე დაშავებულა, როდესაც იაპონელი იშვიათი ილეთზე (კუბიჰინერი) წამოიღო...

ქართველი სეკიტორი კიუშუ ბაშოზე ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოდა (ამისთვის, 10 გამარჯვება სჭირდებოდა), ახლა კი, ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.

ლევანი არათუ ჩემპიონი (ოძეკებს სწორედ ასე მოიხსენიებენ) ვერ გახდება, არამედ, სეკივაკეს ტიტულსაც დაკარგავს და რიგითი მაეგაშირა გახდება.

ამგვარად, ყველაზე წარმატებულმა ქართველმა სუმოისტმა თითქმის ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, მომრავლებული ტრავმები ძველ დონეზე დაბრუნების საშუალებას რამდენად მისცემს, ძნელი სათქმელია.

დღეს, პირველი მაეგაშირა დაიეიშო, რომელსაც გორგაძე უნდა შერკინებოდა, მოგებას უბრძოლველად მიითვლის, სეკივაკეთაგან კი, ნოემბრის ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ მიტაკეუმი განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები