Thumbnail

'წადით და ისევ ბეისბოლს უყურეთ' - ზლატანი გელექსის დაემშვიდობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იბრაჰიმოვიჩმა გელექსის ქომაგებს მიმართა
  • მან ყველას მადლობა გადაუხადა და მოულოდნელი რჩევაც მისცა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორწლიანი კარიერა MLS-ში დასრულდა. შვედმა შემტევმა ლოს ანჯელეს გელექსის მაისურით 58 მატჩი ჩაატრა და 52 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა პირველ წელს პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო, ხოლო მეორე სეზონში MLS-ის თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა და ამერიკული კარიერაც დაასრულა.

შვედი ლოს ანჯელეს გელექსისა და მათ ქომაგებს ორიგინალურად დაემშვიდობა. "მოვედი, ვნახე და დავიპყარი. მადლობა ლოს ანჯელეს გელექსი, თქვენ მე თავი ისევ ცოცხლად მაგრძნობინეთ. გელექსის ქომაგებო, თქვენ გინდოდათ ზლატანი და მე მოგეცით ის. ამბავი გრძელდება. ახლა წადით და ისევ ბეისბოლს უყურეთ." - დაწერა ზლატანმა სოციალურ ქსელში.

I came, I saw, I conquered. Thank you LA Galaxy for making me feel alive again. To the Galaxy fans - you wanted Zlatan, I gave you Zlatan. You are welcome. The story continues...Now go back to watch baseball

Posted by Zlatan Ibrahimović on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019

I came, I saw, I conquered. Thank you LA Galaxy for making me feel alive again. To the Galaxy fans - you wanted Zlatan, I gave you Zlatan. You are welcome. The story continues...Now go back to watch baseball

Posted by Zlatan Ibrahimović on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019

ზლატანს ხშირად უკავშირებენ იტალიურ კლუბებს. რამდენჯერმე ესპანურმა ვარიანტმაც გაიჟღერა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. ზლატანი ახალ გუნდს აუცილებლად იპოვის, თქვენი კი მის გოლებს შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყველა გოლი ლოს ანჯელეს გელექსიში

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყველა გოლი ლოს ანჯელეს გელექსიში ზლატანის შედეგი MLS-ში - 58 მატჩი და 52 გოლი

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები