Thumbnail

მატჩი სუპერ რაგბის ფინალისტთან - ბორჯღალოსნებს მარ დელ პლატაში ელიან 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 17 იანვარს საქართველოს ნაკრები არგენტინის A ნაკრებს ეთამაშება
  • ინფორმაციას არგენტინის ნაკრების მაღალჩინოსანი ადასტურებს

0223 Radio-სთან ინტერვიუში არგენტინის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანმა გილერმო ვოლპონიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 17 იანვარს არგენტინის A ნაკრები (Jaguares) ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს ეთამაშება. ეს შეხვედრა მარ დელ პლატაში, "ესტადიო ხოსე მარია მინელიაზე" გაიმართება. 

ვოლპონიმ ინფორმაცია მას მერე დაადასტურა, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ სტადიონზე თამაშის გამართვის უფლება გასცა. "ეს იქნება ძალიან კარგი სპორტული მოვლენა რაგბისთვისა და ადგილობრივი ფანებისთვის".

Jaguares სამხრეთულ სუპერ რაგბიში თამაშობს და 2019 წლის ფინალში მხოლოდ ტიტულოვან კრუსეიდერსთან დამარცხდა - 3:19. 

კომენტარები

ბოლო ამბები