Thumbnail
  • ტენერიფე 69:67 გაზიანთეფი
  • შერმადინმა 23 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი შერმადინის დაუმარცხებელმა ტენერიფემ ''სანტიაგო მარტინ არენაზე'' თურქულ გაზიანთეფს უმასპინძლა და მეტოქეს 2 ქულით, 69:67 მოუგო.

გიორგის გუნდი მატჩს ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით მარცხდებოდა. ესპანელებმა ბოლო პერიოდი 22:13 მოიგეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა. შერმადინის კლუბს 100%-იანი შედეგი აქვს და C ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

გიორგიმ 23:08 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.

შერმადინის კლუბის მომდევნო მეტოქე ლატვიური რიგა იქნება, რომელთან თამაშის შემდეგაც, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტური დარჩება.

შერმადინის გუნდის 3 სამქულიანი ბოლო ერთ წუთში

შერმადინის გუნდის 3 სამქულიანი ბოლო ერთ წუთში აუცილებლად სანახავი ვიდეო - ასე მოიგო შერმადინის გუნდმა თურქულ გაზიანთეფთან

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები