Thumbnail
  • 15 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ შვეიცარია V საქართველო
  • 19 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ ხორვატია V საქართველო

შვეიცარიაში გამგზავრების წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდში კვლავ 24-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. გუნდი შვეიცარიასთან სენტ გალენში გასამართავი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. 

ვარჯიშის შემდეგ ნიკა კვეკვესკირი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ყაზახური ტობოლის ნახევარმცველმა ეროვნული ნაკრების ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ახლა ეროვნულ გუნდში დაბრუნდა. 

ნაკრების ბოლო ვარჯიში გერმანიაში
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ნიკა კვეკვესკირი: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.

ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.

ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.

მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ."

კომენტარები

ბოლო ამბები