Thumbnail

'ფულს მე გამოგიგზავნი' - დიასმა ქომაგს წაგებული ბინის ქირა გადაუხადა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნეიტ დიასმა ქომაგს ბინის ქირის ფული გადაუხადა
  • ქომაგმა ფსონი დიასის მასვიდალთან მოგებაზე დადო და დამარცხდა

10 დღის წინ "მედისონ სქუერ გარდენში" დიდი ბრძოლა გაიმართა, სადაც ხორხე მასვიდალმა ნეიტ დიასი დაამარცხა. მასვიდალმა UFC 244-ის მთავარი დუელში მეტოქე აშკარად დაჩაგრა და BMF-ტიტულისთვის ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

View this post on Instagram

Smoke break 🛫 By @elijahgutierrez

A post shared by Nate Diaz (@natediaz209) on

მასვიდალთან მარცხის შემდეგ, დიასმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო განათავსა, რომელზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა, unknownkillers213-მა, კომენტარი დატოვა, რომ თანხა ნეიტის მოგებაზე ედო და მისი მარცხის გამო, ახლა მანქანაში ეძინა.

ნეიტმა მომხმარებელს უპასუხა, რომ ამაზე ნუ ინერვიულებდა, რადგანაც ის მას თანხას გაუგზავნიდა, რის შემდეგაც ამ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დიასთან მიმოწერის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა.

''ნეიტი ძალიან მაგარი ადამიანია, როდესაც ამ კომენტარს ვწერდი, არც ვფიქრობდი, რომ ის ამას ნახავდა. მას უკვე შევატყობინე, რომ მანქანაში არ მეძინა და ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს. მან იმაზე მეტი თანხა გამომიგზავნა, ვიდრე მე ვუთხარი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარი ადამიანია.'' - განაცხადა დიასის ქომაგმა.

კომენტარები

ბოლო ამბები