Thumbnail

პირველად 9 წლის შემდეგ - ეფექტური ილეთი, რომელიც ტოჩინოშინს ძვირი დაუჯდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კუბიჰინერი - ილეთი, რომელიც შესაძლოა, საბედისწეროც გამოდგეს ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) კარიერაში - უნიკალური იყო - ქართველმა სუმოისტმა ტაკარაფუჯის ერთი ხელი ხელზე მოხვია, მეორეთი კი კისერი "მოუგრიხა" და ისე დააგდო. ძალზე ეფექტური გდება სუმოში იშვიათია, რადგან უდიდეს ძალისხმევასა და შესაბამის ტექნიკურ არსენალს მოითხოვს.

სუმოს ელიტაში ეს ილეთი ბოლოს 9 წლის წინ გამოიყენეს - მონღოლმა ტამავაშიმ 2010 წლის ნაგოია ბაშოზე კიმურაიამა დაამარცხა. მას მერე ილეთი ვერავინ შეასრულა. თანაც, ტამავაშის მიერ შესრულებული გდება ახლოსაც ვერ მოდის ეფექტურობით ტოჩინოშინის გდებასთან.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ეს ილეთი შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს, რადგან მან ნეკნი დაიზიანა. თუ მოტეხილობა დადასტურდება, ის ხვალიდან ბაშოს ჩაეხსნება.

📺 ტოჩინოშინის კუბიჰინერი

კომენტარები

ბოლო ამბები