Thumbnail

ისევ ტრავმა - ტოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კიუშუ ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინმა ტრავმა მიიღო
  • ტაკარაფუჯისთან ბრძოლაში მან ნეკნი დაიზიანა

კიუშუს ბაშოს მე-4 დღეს ტაკარაფუჯისთან ძალიან ეფექტური ილეთი, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს სეკივაკე ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), გდების შესრულებისას მან ნეკნი დაიზიანა. 

ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინი მარჯვენა მხარეს ტკივილმა შეაწუხა, თუმცა იაპონურ მედიასთან საუბარში იმედიანად იყო: "არაფერია. დავიძინებ და დილამდე გამივლის", ამტკიცებდა ქართველი სუმოისტი.

თუმცა, ტოჩინოშინთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, საქმე სერიოზულადაა და არ არის გამორიცხული, რომ ქართველი სუმოისტი ბაშოდან მოეხსნება. 

ამ შემთხვევაში, ოძეკის ტიტულის დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია. ყველაზე ცუდი ვერსია თუ დადასტურდა, ტოჩინოშინი სეკივაკეობასაც დაკარგავს და რიგითი მაეგაშირა გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები