Thumbnail
  • ევროლიგამ მულტიპლიკაციური სერიალის პირველი ეპიზოდი წარმოადგინა
  • თორნიკე შენგელიამ და სხვა ვარსკვლავებმა დედამიწა კატასტროფისგან უნდა იხსნან

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მულტიპლიკაცირი სუპერგმირების მისიის შესახებ პირველი ეპიზოდი წარმოადგინა, რომელშიც თორნიკე შენგელიაც ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ევროლიგა არაერთ კამპანიას აწარმოებს. მათ შორისაა სერიალი საკალათბურთო ვარსკვლავების მონაწილეობით, რომლებიც დედამიწის გადარჩენაში უნდა ჩაერთონ.

სერიალის საწყის ეპიზოდში გუნდის მწვრთნელი ტონი პარკერი იგივე The Master შემადგენლობის შერჩევას იწყებს, რომელმაც გადამწყვეტი თამაში ევროლიგის კლუბების 15 ათასი ქომაგის თვალწინ უნდა ჩაატაროს.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავებს შორის, რომელთაც პლანეტა კატასტროფისგან უნდა იხსნან, ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა მეტსახელით Multiple.

დედამიწის გადამრჩენელთა ნაკრებში ასევე შევიდნენ: ჯიჯი დატომე (Particle), ვალტერ ტავარეში (The Wall), კაილ ჰაინსი (Twister), ვლადიმირ ლუჩიჩი (Telepath), ვლადიმირ მიცოვი (Dragon Eye), შეინ ლარკინი (Thunderbolt), ტარიკ ბლექი (The Bulk), მარიუს გრიგონისი (Feline), ნიკოლა მიროტიჩი (Mutant), ვასილის სპანულისი (The Mentalist), ნიკ კალატესი (Tempus), ლუკ სიკმა (Silent), გუსტავო აიონი (Titan), ბოიან დუბლევიჩი (Hybrid), ჯეიმს გისტი (Fireball) და ალექსეი შვედიც (Wiz) შევიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები