Thumbnail

U17 | საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი უკრაინასთან მარცხით დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • U17. საქართველო 0:2 უკრაინა
  • გიორგი ჩიტაურის გუნდმა ევროშესარჩევი მარცხით დაიწყო

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში გამოსვლა, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობს, უკრანიასთან წაგებით დაიწყო - 0:2. 

ქალაქ მანგუალდეში, სტადიონ "მუნისიპალზე" პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, ანგარიში კი მეორე ტაიმში გაიხსნა. უკრაინელთა იერიშის შემდეგ, დავით ასათიანის კარში ნაზარ ვოლოშინმა შეაგდო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხა, 76-ეზე კი მეორე გოლიც გაუშვა - ვოლოშინის პასით თავი ოლეგ ოჩერეტკომ გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ჯგუფის მასპინძელი პორტუგალია და ალბანეთიც გამოდიან. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში პორტუგალიელებმა ალბანელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჯგუფში გალიდერდნენ. 

ქართველი ჭაბუკები მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს. მასპინძელ თანატოლებთან გამართავენ, 19-ში კი ალბანეთს დაუპირისპირდებიან. 

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლებას ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები, ასევე, საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს, რომლებსაც პირდაპირ დაშვებული ესპანეთი და ინგლისი დაემატებიან. ელიტრაუნდი 2020 წლის მარტში გაიმართება, ფინალურ სტადიას კი, სადაც პირველობისთვის 16 ნაკრები იბრძოლებს, 21 მაისიდან 6 ივნისამდე ესტონეთი უმასპინძლებს.

U17. საქართველო 0:2 უკრაინა

გოლები: 0:1 ვოლოშინი (51'), 0:2 ოჩერეტკო (76')

საქართველო (4-3-3): ასათიანი - ზოსიაშვილი (სიჭინავა, 78'), ხვადაგიანი, ავალიანი, ჩხეტიანი - გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, დ. მამაგეიშვილი - გვიშიანი, თუთაშვილი (თურაზაშვილი, 67'), აბუაშვილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები