Thumbnail

ბათუმის სტადიონი – მალე მინდვრის საფარის დაგება დაიწყება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი უკვე დასრულდა
  • სტადიონის მშენებლობა გათვალისწინებულ ვადაზე სწრაფად მიდის 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სამშენებლო პროცესი გრძელდება. სავეგეტაციო ფენის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაზე გადავიდა, რის შემდეგადაც მინდვრის საფარის დაგება დაიწყება.

ამავდროულად, დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი, ხოლო პარალელურ რეჟიმში შიდა სარემონტო და ტრიბუნების მოწყობის კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, არსებული ტემპიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს გაცილებით ადრე მოხდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

კომენტარები

ბოლო ამბები