Thumbnail

NBA | პოლ ჯორჯი ბრუნდება! კლიპერსის ვარსკვლავი დებიუტისთვის ემზადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლ ჯორჯის დებიუტი ლოს ანჯელეს კლიპერსში მალე შედგება
  • დიდი ალბათობით, ნიუ ორლეანსთან ითამაშებს

ლოს ანჯელეს კლიპერსის გულშემატკივრები პოლ ჯორჯის დებიუტს მოუთმენლად ელოდებიან და როგორც იქნა, დადასტურდა, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება. ჯორჯი შაბათის შემდეგ გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, 15 ნოემბერს, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გასვლით მატჩში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ პოლ ჯორჯმა მხარზე ოპერაცია მაისსა და ივნისში გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. კლიპერსმა 29 წლის ვარსკვლავი ოკლაჰომადან კალიფორნიაში ივლისში წაიყვანა. მანამდე, ჯორჯს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა - მოხვდა MVP-ს საუკეთესო სამეულში და წლის საუკეთესო მცველების TOP 3-ში. კლიპერსში მისი და კავაი ლეონარდის მისია ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებაა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

აქვე გეტყვით, რომ ლანდრი შამეტმა ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები