Thumbnail
  • დანია 14:0 საქართველო
  • ტურნირი 2020 წლის მარტში განახლდება

ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ქალთა ნაკრები ვიბორგში დანიას ესტუმრა და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასაფეხბურთო ანგარიშით, 0:14 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 0:10-ს აგებდა!

დანიელთა შემადგენლობაში ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ თრიკი (ჰარდერი, ნადიმი, სორენსენი). საქართველოს ნაკრები B ჯგუფში უიმედო აუტსაიდერია - 5-დან 5 თამაში წააგო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 30 გაუშვა!

აღსანიშნავია, რომ დანიამ ნაკრების ისტორიაში მეორე უდიდესი შედეგით მოიგო. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების ანტირეკორდიც დანიასთან მატჩში დამყარდა - 2009 წელს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ველიეში 0:15 წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები