Thumbnail

მეკარის დუბლით მოგებული მატჩი - არაგვი შანსს ინარჩუნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დუშეთის არაგვი 2:0 მარტვილის მერანი
  • დუშეთის არაგვის მეკარემ მერანთან დუბლი შეასრულა

ეროვნული ლიგა 3-ის 33-ე ტურის მატჩში დუშეთის არაგვმა მარტვილის მერანს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი მეკარემ გაიტანა. მიხეილ მუჯრიშვილმა მე-17 და 56-ე წუთებზე მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანები ზუსტად გამოიყენა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

არაგვს 58 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-3 ადგილზეა. დუშეთის კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. არაგვი წყალტუბოს სამგურალს 5 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატის დასრულებამდე კი 3 ტური რჩება.

მარტვილის მერანმა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური უკვე მოიპოვა. მათ 33 ტურში 76 ქულა დააგროვეს და მესამე ლიგა ძალიან მარტივად მოიგეს.

არაგვი-მერანი2-0

არაგვი-მერანი2-0

Posted by სკ დუშეთის არაგვი /FC Dusheti Aragvi on ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები