Thumbnail

ATP Finals | ფედერერმა ბერეტინის მოუგო და გადამწყვეტი დუელი ჯოკოვიჩთან ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი 7:6 (7:2), 6:3 მატეო ბერეტინი
  • შვეიცარიელმა ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა
  • ATP Finals-ზე ეს როჯერი მე-17 მონაწილეობაა და ჯგუფში მხოლოდ ერთხელ ჩარჩა

რეკორდსმენმა როჯერ ფედერერმა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. დომინიკ ტიმთან წაგების შემდეგ, შვეიცარიელმა ლეგენდამ მეორე მატჩში იტალიელი მატეო ბერეტინი 7:6 (7:2), 6:3 დაამარცხა. 38 წლის როჯერი მესამე და მისთვის გადამწყვეტ მატჩს ნოვაკ ჯოკოვიჩთან გამართავს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

შეგახსენებთ, რომ ბიორნ ბორგის სახელობის ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი საუკეთესო გადის. ფედერერს 8 საუკეთესოს ელიტარული ტურნირი 6-ჯერ აქვს მოგებული. ATP Finals-ზე ეს მისი მე-17 მონაწილეობაა - აქამდე როჯერი ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ ვერ გადალახა.

პირველ სეტში ბერეტინიმ, რომელსაც ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს, ფედერერს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც როჯერმა მარტივად მოიგო. მეორე სეტი როჯერმა ბრეიკით დაიწყო. მერვე გეიმში, როდესაც ანგარიში 4:3 იყო, ჩოგბურთელებმა დიდხანს იბრძოლეს და საბოლოდ ანგარიში 5:3 გახდა. მომდევნო გეიმი კი ბოლო აღმოჩნდა - ფედერერმა თამაშში მეორე ბრეიკი შეასრულა და 6:3 დააფიქსირა. თამაში ჯამში 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამარჯვებულს 2,9 მილიონი დოლარის და 1500 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები