Thumbnail

ქართველი გამთამაშებელი NCAA-ში - მაზიაშვილი ამერიკულ კალათბურთს ეჩვევა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუკა მაზიაშვილი UMass ლოველ რივერ ჰოუკსში თამაშობს
  • ქართველმა გამთამაშებელმა ჯერ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა

NCAA-ში რამდენიმე ქართველი კალათბურთელი თამაშობს - სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია, გიორგი ბეჟანიშვილი კი ილინოისის უნივერსიტეტში სასტარტო ხუთეულის წევრია. დეტროიტ-მერსის ღირსებას ფორვარდი ვილი ისიანი იცავს; ახლახან ჯორჯია ტექ-ში გადავიდა ცენტრი საბა გიგიბერია, შარშან ტრინიტი ვოლის ღირსებას ცენტრი ვლადიმერ ფურცხვანიძე იცავდა...

მაზიაშვილი და თანაგუნდელები წუთშესვენებაზე

NCAA-ში და განსაკუთრებით NBA-ში ქართველი კალათბურთელის გადასვლა გვახარებს, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რა არის მთავარი პრობლემა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი (ბითაძისა და ფაჩულიას დამატებით) ამპლუით ფორვარდია, მცველებში კი გვიჭირს...

შარშანდელ სეზონში სამხრეთ იუტაში დათო აფხაზავა თამაშობდა (18 თამაში, საშუალოდ 1.0 ქულა, 0.5 პასი). წლეულს კი UMass ლოველ რივერ ჰოუკსის ღირსებას 19 წლის ლუკა მაზიაშვილი იცავს. 

ის NCAA-ში პირველ ნაბიჯებს დგამს - ლუკას დებიუტი ლიუსთან 87:74 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. ქართველმა გამთამაშებელმა 9 წუთი ითამაშა. ძლიერ ოჰაიო სტეიტთან "ქორები" 56:74 დამარცხდნენ. ლუკამ უკვე 25 წუთი ითამაშა, მან 2 ქულა, 2 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნეგატიური კი სროლის პროცენტი და 5 დაკარგვა იყო, 3 პერსონალურ შენიშვნასთან ერთად. ამაღამ ლუკას გუნდი ბოსტონს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები