Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 12 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10.5 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 1.9, რუსეთის მეორე ლიგაში, ნეფტეხიმიკი-კურსკის მატჩში მასპინძლების გამარჯვებას აქვს.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

რუსეთის ქვედა დივიზიონი - ნეფტეხიმიკი-კურსკი. ბოლო დროს ნეფტეხიმიკი ბოლო დროს კარგად თამაშობს, კრუსკი კი ქვემოთაა. ნეფტეხიმიკი მეხუთე ადგილზეა, მიდის ოთხეულისკენ და 1-იანი ავიღე.

ტორპედო მოსკოვი ლიდერია, ხვდება ნიჟნი ნოვგოროდს, რომელიც უკვე ჩამორჩა ძირითად ჯგუფს და თან, ტორპედოს არ უნდა თავის ტკივილი.

თურქეთი-ისლანდიაში ერთიანი ავიღე. ისლანდიამ უკვე ბევრჯერ გაამწარა თურქეთი და უკვე დროა, თურქებმა რევანში აიღონ. თანაც, ამ ციკლში თურქეთის ნაკრები ძალიან კარგად თამაშობს, მით უმეტეს, ძლიერ გუნდებთან. 

ბოსნია-იტალია. იტალიამ მანჩინის ხელმძღვანელობით იმდენი თამაში მოიგო, რომ ასეთი ძლიერიც არ არის. ბოსნია სახლში იშვიათად აგებს, იტალიას კი აღარ სჭირდება მოგება და ვფიქრობ, ბოსნია შინ არ წააგებს.

დღეს გადაცემის სტუმარი პროგნოზისტი "გიორგი სიტი" იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 9.7.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 9.9 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები