Thumbnail

გოგა ოკლაჰომასთან გამოირიცხა - ბითაძე ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გოგა ბითაძე 13 ნოემბერს (04:00 თბილისის დროით) NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩს გამოტოვებს - ინდიანა პეისერსი (6/4) ოკლაჰომა სიტის მასპინძლობს. ამის შესახებ NBA-ს ოფიციალური წყარო იტყობინება.

NBA-ს პროტოკოლის თანახმად, მოთამაშეებმა, რომელთაც ტვინის შერყევა დაუდგინდათ, ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის გავლის შემდეგ ეძლევათ თამაშის უფლება. როგორც ჩანს, 20 წლის ქართველ ცენტრს ჯერ ეს ტესტი არ გაუვლია. 

მეტი ამ თემაზე:

გოგას გარდა ინდიანას ამ მატჩში დააკლდებიან: ვიქტორ ოლადიპო, მაილს ტერნერი, ჯერემი ლემბი და ედმონდ სამნერი. ასე რომ, ფარქვეშ ინდიანა კვლავ ლიტველი დომანტას საბონისის იმედად იქნება. მას ახალზელანდიელ სტივენ ადამსთან მოუწევს დუელი.

ბითაძემ ბოლო  4 თამაშში საშუალოდ 9.5 ქულა, 7.0 მოხსნა, 2.0 პასი და 3.0 ბლოკ-შოტი მიითვალა. 

მაილს ტერნერის არყოფნაში გოგა ინდიანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა - 4 თამაშში მან საშუალოდ 9.5 ქულა, 7.0 მოხსნა, 2.0 პასი და 3.0 ბლოკ-შოტი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები